კინემატოგრაფიაში ჰორორ ჟანრში მეტად ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი რობ ზომბი ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს.
“Variety”-ს ცნობით, კინოპროდუქტი მეოცე საუკუნის გამოჩენილი კომიკოსის, გრაუჩო მარქსის შესახებ იქნება გადაღებული, ბიოგრაფიული ჟანრის სურათი აქცენტს მარქსის სიცოცხლის ბოლო წლებზე გააკეთებს.
სურათი სტივ სტოლიარის 1996 წელს დაწერილი წიგნის „Raised Eyebrow” კინოეკრანიზაცია იქნება, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მწერალი მარქსის სიცოცხლის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მისი ასისტენტი იყო
მასალის გამოყენების პირობები