თბილისში 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულ მარიამ ქუთელიას ზუგდიდში 20 ივნისს დაკრძალავენ. მარიამ ქუთელიას ცხედარს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღუბელაძეს ცნობით, მარიამ ქუთელიას დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად ქალაქ ზუგდიდის მერია დაფარავს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, მარიამ ქუთელიას ოჯახს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდები დაეხმარებიან.
„ახალგაზრდები ხვალ დოკუმენტური ფილმის საქველმოქმედო ჩვენებას გამართავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები ცალკე ვაგროვებთ თანხას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მარიამ ქუთელიას ოჯახს დავეხმაროთ“, - თქვა მაია ღუბელაძემ.
მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ზუგდიდელ გოგონას ეძებენ
მარიამ ქუთელიას ცხედარი ამოიცნეს
ინდირა ზარანდიასა და მარიამ ქუთელიას ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს
მასალის გამოყენების პირობები