დღეს, დილით ზუგდიდელი მეწარმეების ინიციატივით, თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გაიგზავნა.
მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის ბადრი ლომიას თქმით, დაზარალებულებს პირველი დახმარება მათ სტიქიის მეორე დღესვე გაუწიეს, თუმცა ისინი დახმარების გაწევას კვლავ აგრძელებენ.
ადგილობრივი მეწარმეების ამ აქციას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეუერთდა. საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი ტიპისინიციატივას ყოველთვის მხარს დაუჭერს .
„ბუნებრივია, მთელი საქართველო მომხდარი ტრაგედიით შეძრულია , თუმცა უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა ქართველი ხალხისგან მიიღეს. - თქვა მერაბ ქვარაიამ.
სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული კიდევ ერთი მიკროავტობუსი ზუგდიდიდან დღეს 17 საათზე გავა.
მასალის გამოყენების პირობები