ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 21 ივნისს 20.00 საათზე საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ნაჩვენები იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაბრუნება“ .
„ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედაგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს“ , - აცხადებენ თეატრში.
მასალის გამოყენების პირობები