ინგრედიენტები:
კვერცხი 8 ცალი
რძე 1/4 ჭიქა
ხახვი 1/2 თავი
ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი 150 გრ
ჩერი პომიდორი 10 ცალი
გახეხილი ყველი 100 გრ
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. შეურიეთ ერთმანეტს 8 კვერცხი, 1/4 ჭიქა რძე, მარილი, წიწაკა და დადგით.
2. შეწვით ტაფაზე ბეკონის ნაჭრები, დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი. მოშუშეთ დაახლოებით 3 წუთი. ჩაასხით წინასწარ გამზადებული კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები