ეშტონ კატჩერი შოუმენებთან დონ რიოსთან და ჯიმ პატერსონთან თანამშრომლობას აგრძელებს.
როგორც თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა „დედლაინი“ იტყობინება, „Netflix“-ი სერიალ „The Ranch“-ის ოცი სერიის გადაღების შეკვეთას აპირებს და ეპიზოდების ორ სეზონად დაყოფას გეგმავს.
სერიალის მოქმედება კოლორადოში მდებარე ფერმაზე ვითარდება, სადაც ნახევრად პროფესიული საფეხბურთო კარიერის შემდეგ კატჩერის პერსონაჟი ბრუნდება, რათა ბიზნესითა და თავისი ძმით დაკავდეს. სერიალის სცენარი რიომ და პატერსონმა მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ ისინი შოუს აღმასრულებელი პროდუსერებიც იქნებიან.
სერიალის პრემიერა 2016 წლისთვისაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები