საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან (ვიდეო)
12:05 / 19.06.2015
მსჯავრდებულის დიმიტრი თოლორაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მათივე თქმით, მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად ქუთაისის #2 მეორე საპყრობილეში ხელები მაგიდაზე დაიჭედა, მუცელი გამოიფატრა და ასევე თავის ჩამოხრჩობა სცადა.
მსჯავრდებულის ნათესავების განმარტებით, დიმიტრი თოლორაია ნასამართლევია, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ ის მაშინ უდანაშაულო იყო და მას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება „ჩაუდეს“.
„ის ახლა ითხოვს შველას და შეწყალებას. ჩემი შვილი აღიარებს დანაშაულს. შევხვდი ოლქის პროკურორს, თუმცა დამაიმედებელი არაფერი უთქვამს. მყავს ორი წლის გულით ავადმყოფი შვილიშვილი. ვითხოვთ საპროცესო შეთანხმებას. ჩემი შვილი შიმშილობს, არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი. რისთვის წავიდე სახლში, აქ დავრჩები და მეც შიმშილობას დავიწყებ“, - თქვა მსჯავრდებულის დედამ ლელა გობეჩიამ.
დიმიტრი თოლორაიას ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, მსჯავრდებული სასჯელს გამოძალვის მუხლით იხდის.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი თოლორაიამ სასამართლოზე ბრალის აღიარება ვერ მოასწრო, რადგან ის სასამართლოდან იქნა გაძევებული. საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, თუმცა პროკურატურა საპროცესოზე წამოსვლას არ აპირებს“, - თქვა თანდილა ჯოლოგუამ.
ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებული ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 2013 წელს შეწყალების საფუძველზე, სამი წლის პირობითი მსჯავრით დატოვა. მისივე ცნობით, ამჟამად დიმიტრი თოლორაია სასჯელს გამოძალვის მუხლით იხდის. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის მაისში შეუფარდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები