მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად ასოციაცია „ათინათისა“ და კავშირის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიება ზუგდიდის დადიანების პარკში გაიმართა და მასში ასოციაცია „ათინათის" ეკო კლუბისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ეკო კლუბების კოორდინატორის მიხეილ როგავას თქმით, მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზება მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობას და ჩართულობას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 2009 წლიდან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და მათ შორის საქართველოშიც, მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებში ტრადიციულად იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება.
ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ინიციატივას, აიღეს ვალდებულება საკუთარ მუნიციპალურ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20% -ით შეამცირონ C02-ემისიები განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები