ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ორულუს გამგებელი მ.წ. დააკავეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები