რუბრიკები
ფოთში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სრულდება
ფოთში რუსთაველის რკალის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სრულდება. მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, ავტოპარკინგისთვის ტერიტორიის შემოსაზღვრა, გრუნტის მოსწორება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომაპნია შპს. Engineering Services Company ახორციელებს. მშენებლებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და საპროექტო ვადების დაცვაზე ესაუბრა. ფოთის იუსტიციის სახლი 29 ივნისს გაიხსნება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები