რუბრიკები
დები ზარანდიების და მარიამ ქუთელიას ოჯახებს მთავრობამ მიუსამძიმრა
თბილისში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი მარიამ ქუთელიას, ინდირა და ლიზა ზარანდიების ოჯახებს მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პარლამენტარებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ, გოდერძი ბუკიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ სტიქიის დროს გარდაცვლილი დების და მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს.დღეს, მარიამ ქუთელია მამის გვერდით მშობლიურ ზუგდიდში, დები ზარანდიები კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში დაკრძალეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დავალებით, დაკრძალვის ხარჯები ხობისა და ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაფარა. მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს 10 ათას ლარს ჩაურიცხავს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები