Universal pictures-მა გადაწყვიტა სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახალი მინიონების ანიმაციური ფილმი უფრო ადრე ეჩვენებინა. აშშ-ს კინოთეატრებში მინიონებს ერთი კვირით ადრე იხილავენ. ეს ყველაფერი კი მინიონების შემქმნელებს დიდ თანხას მოუტანს.
ავსტრალიასა და ინდონეზიაში მინიონები ერთი კვირაა რაც შევიდა. ჯერ მხოლოდ 461 ადგილას არის შესაძლებელი მინიონების ხილვა. და თუ ცნობებს დავუჯერებთ, შემოსავალმა თითქმის ერთ მილიონს მიაღწია უკვე.
გამაოგნებელია არაა ის ფაქტი, რომ მინიონებმა ასეთი კარგი სტარტი აიღეს. საზიზღარი მეს შემოსავალმა $602 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო მისმა მეორე ნაწილმა $970 მილიონი.
მინიონების გულშემატკივრებს კიდევ ერთი დაუვიწყარი ფილმი გელით წინ.
მინიონების მსოფლიო პრემიერა შედგა
მასალის გამოყენების პირობები