რუბრიკები
,,Western Drivers Club“-ი შოუ 4-5 ივლისს ზუგდიდში ჩატარდება
ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა შოუ „Western Drivers Club“-ი გაიმართება. კლუბმა თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო 20-21 ივნისს დაგეგმილი შოუ გადადო. "გაცნობებთ, რომ ღონისძიება 4-5 ივლისს, სტიქიური უბედურებიდან 3 კვირის შემდეგ ჩატარდება. ის რაც თბილისში მოხდა ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სანახაობას ფორმატი შევუცვალოთ და მას მთლიანად საქველმოქმედო ხასიათი მივცეთ. ავტო და მოტომოყვარულთა ღონისძიებაზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ფონდში".-აცხადებენ კლუბის წევრები.
ზუგდიდში დაგეგმილი ავტო და მოტომოყვარულთა შეჯიბრი გადაიდო
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები