რუბრიკები
გამგეობის კომისიამ შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის საკითხზე იმსჯელა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე ზუგდიდის გამგებელმა და ამავე კომისიის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაიამ თქვა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლის მშენებლობის მუხლის დაფინანსება გასამმაგდება და 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 11639823_966471783404001_860354029_o სამუშაო შეხვედრაზე ოთხ ჯგუფად დაყოფილმა კომისიის წევრებმა იმ ოჯახების ფოტოები წარადგინეს, რომელთა მდგომარეობას ისინი ადგილზე გაეცნენ. კომისიამ სულ 184 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა, თუმცა თითო ჯგუფმა ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 7-9 ბენეფიცარი ოჯახის შესახებ იმსჯელა.  საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მიიღებს. „საერთო სურათი ძალიან მძიმეა, თუმცა წელს პრიორიტეტი მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობები გააჩნიათ და სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, შშმ პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები ცხოვრობენ“, - თქვა გამგებლის მოადგილემ და კომისიის წევრმა გურგენ სართანიამ. გერმანული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მუშა სამარიტელთა კავშირი“ (ASB) წარმომადგენელი ია ესებუა, რომელიც ზემოაღნიშნულ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს, ამბობს, რომ ოჯახების შერჩევა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. „იმ ოჯახებს, რომლებიც პასუხის მოლოდინში არიან უსამართლობის განცდა არ უნდა დარჩეთ და აქედან გამომდინარე, ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება ბენეფიციარების შერჩევა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული“, - თქვა ია ესებუამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება, 35კვ/მ-მდე საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს, დაახლოებით, 20 ასეთი სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.