ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ლეპტოპის ფორმის ექსკლუზიური სკამი დამონტაჟდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, "ფუნქციური სკამი" ინტერნეტ პროვაიდერმა ,,კავკასუს ონლაინი" დაამზადა. მათივე ცნობით, სკამს მუდმივი დენის წყაროთი ქალაქ ზუგდიდის მერია უზრუნველყოფს. სკამი მრავალფუნქციურია: სკამიდან 200 მეტრის რადიუსში ხელმისაწვდომია ,,კავკასუს ონლაინის" უფასო WI-FI , სკამზე დამონტაჟებულია დენის წყარო, რომლის საშუალებით შესაძლებელია მობილური ტელეფონის დამუხტვა. სკამის მონტაჟი ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები