ინგრედიენტები:
კარტოფილი - 500 გ
კვერცხი - 3-4 ც.
ბეკონი - 150 გ
ხახვი - 1-2 ც
სალათის ფურცლები - პატარა შეკვრა
მარილი, დაფქული წიწაკა - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
დრო - 40 წთ; პორცია - 4 კაცისთვის
მომზადების წესი:
1.კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ, ოდნავ გააციეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბებად.
2.კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით სიგრძეზე.
3.ბეკონი დაჭერით და შეწვით.
4.ხახვი დაჭერით და დაასხით ადუღებული წყალი, რათა სიმწარე მოშორდეს.
5.თეფშზე დაალაგეთ სალათის ფურცლები, შემდეგ კარტოფილის, კვერცხის, ბეკონისა და ხახვის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოასხით ზეითუნის ზეთი. სალათი მზად არის.
ახალი კარტოფილი პიტნის სოუსით
უგემრიელესი გამომცხვარი კარტოფილი
კარტოფილი შამპინიონით არაჟანში
ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი ხრაშუნა კანით
კარტოფილის კუგელი – შესანიშნავი გარნირი
კარტოფილი სოკოთი და არაჟნით
დაბრაწული კარტოფილი მაკდონალდსის რეცეპტით
მასალის გამოყენების პირობები