სულ ცოტა ხნის წინ NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერიალ ,,ჰანიბალის'' გადაღებები აღარ გაგრძელდება. პროექტის შეწყვეტის ძირითად მიზეზად დაბალი რეიტინგი სახელდება.
‘ჩვენ ვამაყობდით ..ჰანიბალის'' სამი სეზონით. ბრაიანი, სცენარისტებისა და პროდიუსერების გუნდი და მსახიობები შესანიშნავად მუშაობდნენ. ჩვენ მადლობას ვუხდთ ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტში და დაუღალავად იბრძოდა შედეგის მისაღწევად’ – ნათქვამია NBC-ის ოფიციალურ განცხადებაში.
რეჟისორი ბრაიან ფულერი კი აცხადებს, რომ მზადაა სხვა შემოთავაზებებისთვის NBC-სთან ერთად.
,,ჰანიბალის'' მესამე სეზონი ჩვეულებრივ, გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები