რუბრიკები
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი
27 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ცნობით, დღეს საღამოდან 27 ივნისის ჩათვლით ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით, ზოგან სეტყვაც. მათივე ცნობით, წვიმის დროს ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ვარაუდობენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები