ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გუშინ დამონტაჟებული „ფუნქციური სკამი“, რომელიც უცნობმა პირებმა დააზიანეს, უკვე შეაკეთეს. ზუგდიდის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ და იზრუნონ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ქალაქის ცენტრში დამონტაჟებული ფუნქციური სკამი დააზიანეს. მერიის შესაბამისი სამსახურები, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. სკამზე დამონტაჟებული დენის წყარო ამჟამად აღდგენილია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ლეპტოპის ფორმის ექსკლუზიური სკამი 23 ივნისს დამონტაჟდა. “ფუნქციური სკამი” ინტერნეტ პროვაიდერმა ,,კავკასუს ონლაინი” დაამზადა.
ზუგდიდის ბულვარში “ფუნქციური სკამი” დამონტაჟდა
მასალის გამოყენების პირობები