რეცეპტის ინგრედიენტები(ორ პორციაზე):
ნახევარი ლაიმი
1 ცალი კიტრი
ნახევარი ფორთოხალი
3 ს/კ თაფლი
2 ღერი როზმარინი
1 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
1. დაჭერით კიტრი და ჩაყარეთ ბლენდერში.
2. ლაიმისა და ფორთოხლისაგან გამოწურეთ წვენი, ჩაუმატეთ კიტრს, კარგად დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
3. დაუმატეთ თაფლი და გაციებული წყალი, მოურიეთ.
4. მორთეთ როზმარინით და გემრიელად გაგრილდით!
წყარო: კულინარია
მასალის გამოყენების პირობები