კლოდ მონეს ნახატი „იისფერი ზამბახები“ Sotheby’s-ის აუქციონზე 10,8 ფუნტ სტერლინგად (17,1 მლნ დოლარად) გაიყიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ფრანგი მხატვრის ნამუშევარი აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა.
ამის გარდა აუქციონზე გაიყიდა პაბლო პიკასოს ტილო „თავი“, რომელშიც მყიდველმა 7 მლნ დოლარი გადაიხადა. მარკ შაგალის ნახატი „ყვავილები ფანჯარასთან“ 5 მლნ დოლარად შეიძინეს. აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო ოგიუსტ როდენისა და სისლეის ნამუშევრები.
პრეს-სამსახურის ინფრომაციით, აუქციონის სახლმა ხელოვნების 42 ნიმუშის გაყიდვიდან „მოკრძალებული“ 112,9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
კრისტის აუქციონზე კლოდ მონეს და მოდილიანის სურათები გაიყიდა
მასალის გამოყენების პირობები