პოპულარულმა ჟურნალმა
GQ-მა 2015 წლის ელეგანტურ მამაკაცთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ-20-ის პირველი პოზცია ჯგუფ One Direction -ის წევრმა 21 წლის ჰარი სტაილსმა დაიკავა.
ინგლისელი DJ მარკ რონსონი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, მესამე პოზცია კი ამერიკელ შემსრულებელს ფარელ უილიამსს ერგო. მანამდე ეს უკანასკნელი ამერიკის მოდელიორთა საბჭომ 2015 წლის მოდის ხატად დაასახელა.
სიაში ასევე მოხვდნენ ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის სოლისტი ჯარედ ლეტო, რომელიც თავისი გარეგნობის გამო ეპატაჟურობით ხშირად გამოირჩევა. კიმ კარდაშიანის ქმარმა რეპერმა კანიე უესტმა, უკან ბევრად ჩამოიტოვა დევიდ ბექჰემი, ბრედ პიტი,კრიშტიანუ რონალდუ და ბრედლი კუპერი, რომლებიც რეიტინგის მეორე ათეულში მოხვდნენ. ჟურნალის ვერსიით, მსოფლიოს ელეგანტურ მამაკაცთა ტოპ-20 ასე გამოიყურება:
1.ჰარი სტაილსი
2.მარკ რონსონი
3.ფარელ უილიამსი
4.ASAP Rocky
5.კანიე უესტი
6.ჯეიდენ სმიტი
7.ჯარედ ლეტო
8.რასელ უესტბრუკი
9.ლებრონ ჯეიმსი
10.ედი რედმეინი
11.ჯეფ გოლდბლიუმი
12.ჯონ მეიერი
13.ბრედლი კუპერი
14. ჯეი-ზი
15.რაიან გოსლინგი
16.დევიდ ბექჰემი
17.ბრედ პიტი
18.კრიშტიანუ რონალდუ
19.დენიელ კრეიგი
20.მარიო ბალოტელი
მასალის გამოყენების პირობები