ჰოლივუდის მსახიობის ჯორჯ ქლუნის ცოლი ამალ ალამუდინი ორსულადაა.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ამერიკელ მსახიობს ჯორჯ ქლუნისა და 37 წლის ლონდონელ ადვოკატს პირველი შვილი ეყოლებათ.
ამალი და ჯორჯი ჟურნალ
Life and Style-ის ივლისის ნომრის მთავარი გმირები გახდნენ. ისინი თაყვანისმცემლებს თავინთი ცხოვრების სასიხარულო ამბავს უყვებიან.
თუმცა უცხოური მედია შეშფოთებულია ადვოკატის ჯანმრთელობის გამო. 172 სმ სიმაღლის ამალ ალამუდინი 45 კილოგრამს იწონის. ექიმები შიშობენ, რომ არასაკმარისი წონის პირობებში ამალი თავისი ორსულობით ძალიან რისკავს, რადგან შესაძლოა მან ნაყოფის შენარჩუნება ვერ შეძლოს. ამიტომ ექიმები ჯორჯ ქლუნის ცოლს სასწრაფოდ წონაში მომატებას ურჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები