„ნამდვილი დეტექტივის“ ვარსკვლავი ვუდი ჰარელსონი ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომლის გადაღებები უკვე დაწყებულია!
კინოპროდუქტი დანიელ კლოუსის ბესტსელერის, „უილსონის“, ადაპტაცია იქნება.
ნამუშევარში, რომელიც იგივე სახელწოდებისა იქნება, რაც წიგნია, მთავარ გმირს ზემოთხსენებული მსახიობი ითამაშებს, იგი მარტოსული პერსონაჟია, რომელიც ნიჰილისტური აზროვნებით გამოირჩევა, ვერ ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან და ამის გამო იტანჯება, თუმცა ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც გაიგებს, რომ ნარკომანი, გაცილებული ცოლისგან მას შვილი ჰყავს.
ვუდი ჰარელსონის გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ლაურა დერნი, ჯუდი გრირი და შერილ ჰაინსი. თავდაპირველად „უილსონის“ რეჟისორის ამპლუაში ალექსანდრ პეინი მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ სურათს კრეიგ ჯონსონი უხელმძღვანელებს.
„მე დენიელ კლოუსის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისი ყველა გრაფიკული ნოველა მაქვს „უილსონის“ ჩათვლით, შესაბამისად ფილმის სცენარი დიდი ხანია ვიცი. ძალიან აღვფრთოვანდი, როდესაც გავიგე, რომ კინოპროდუქტში მონაწილეობის შანსი მომეცა, ეს დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“ – განაცხადა ჰარელსონმა.
ფილმის ოფიციალური გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა მოიაზრებენ რომ „უილსონის“ პრემიერა 2016 წელს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები