ზუგდიდში ანტიკორუფციულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო (ვიდეო)
14:33 / 26.06.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ჯგუფმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ჯგუფის წევრებს შორის მოხდა დარგობრივი გადანაწილება და გადაწყდა, თუ რა მიმართულებით იმუშავებენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ჯგუფი 20 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ყოფილი საჯარო მოხელები ბესიკ ფიფია და ლევან მაქაცარია, ზუგდიდის თეატრის ყოფილი მმართველი მაია კალანდია, ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლელა ქებურია და სხვა. ჯგუფს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან მაქაცარია უხელმძღვანელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ჯგუფი ტენდერებზე, სოციალურ, ინფრასტუქტურულ და საფინასო-საბიუჯეტო საკითხებზე იმუშავებს.
„შესწავლილი ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, კონკრეტულად ანტიკორუფციულ საბჭოს გადაეგზავნება, რომელიც დაამუშავებს ამ ინფორმაციას გაასაჯაროებს“, - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. კომისიამ უკვე იმუშავა ვანში, სენაკსა და გურჯაანში.
ზუგდიდში ანტიკორუფციულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო (ვიდეო)
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები