რუბრიკები
სიცილიური თუთის გრანიტა
რეცეპტის ინგრედიენტები: 500 გრ. შავი თუთა ან მაყვალი და ჟოლო ერთმანეთში არეული 1 ცალი ლიმონის წვენი 4 ჭიქა წყალი 1 ჭიქა წმინდა შაქარი მომზადების წესი: 1. ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, დაასხით წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული სიროფი გააგრილეთ. 2. ჩაყარეთ ხილი ბლენდერში, ჩაასხით ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ. მიღებული მასის რაოდენობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 მთელ 1/3 ჭიქას. 3. მიღებულ მასას დაუმატეთ მომზადებული სიროფი, ჩაასხით ღრმა ჭურჭელში, გადააფარეთ თავზე ფოლგის ფურცელი და შედგით საყინულეში. 4. ერთი საათის შემდეგ აიღეთ ჩანგალი, ჭურჭლის ძირიდან, გვერდებიდან ყინულის კრისტალები ჩამოფხიკეთ და აურიეთ ისინი ჭურჭელში არსებულ მასაში. გაიმეორეთ იგივე ნახევარ საათიანი ინტერვალებით მანამ, სანამ არ მიიღებთ მშრალ, დაახლოებით ერთი ზომის ყინულის კრისტალებს. ასეთი გრანიტა შეგიძლიათ მთელი ღამე გააჩეროთ საყინულეში. 5. სანამ გრანიტას სუფრასთან გაიტანთ, აცადეთ 5 წუთი, რომ ოდნავ შელღვეს. შემდეგ ამოურიეთ ჩანგლით, გადაიტანეთ მაღალ ჭიქებში და დაუყოვნებლივ მიიტანეთ სუფრასთან. თუკი გსურთ გრანიტა საუზმედ მიირთვათ, ის იდეალურია ცხელ ფუნთუშებთან ან ნაღების ნამცხვართან ერთად. იმ შემთხვევაში, თუკი დესერტად გსურთ – გრანიტას თავზე დაადეთ იმავე არომატის ნაყინი ან მოასხით ამოყვანილი კრემი. სურვილისამებრ აურიეთ სხვა შემადგენლობის გრანიტაში (ნუშის რძე, ფისა, ყავა, ლიმონი ან ფორთოხალი).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.