ზუგდიდელმა დიზაინერმა ნიკოლას ქანთარიამ დადიანების სასახლის ეზოში საქველმოქმედო ჩვენება Potoart -გამართა. მისი თქმით ჩვენება თბილისში, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა .
"როგორც დიზაინერმა და მოდელიორმა ჩემი გრძნობები და ტკივილი ამ ფოტოარტით გამოვხატე.
მინდოდა ჩემი კუთხიდან მეჩვენებინა მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოსთვის და იმ ოჯახებისთვის ვინც 13 ივნისის ღამეს ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგეს", - თქვა ნიკოლას ქანთარიამ.
გარდა ამისა, დიზაინერის თქმით, მისმა ბრენდმა -
,,ნიკოლასი" დაზარალებულთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადარიცხა.
მასალის გამოყენების პირობები