მერიის ეკონომიკის სამსახურმა მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო (ვიდეო)
15:43 / 29.06.2015
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე : „ზუგდიდის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა - მიღწევები და გამოწვევები“. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, საჯარო შეხვედრის მიზანია ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში ნახევარწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება და მუნიციპალური პროექტების ეფექტიანობის შეფასება.
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯიმშერ შეროზიამ შეკრებილებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. მისი განმარტებით, ზუგდიდში უახლოეს მომავალში დაიწყება ორმული გზების შეკეთება, ბოტანიკური ბაღის მოწესრიგება, ყინულის სახლის მშენებლობა, მოსწავლე ახალგაზრდული სასახლის რეაბილიტაცია, 20-ზე მეტი ქუჩაზე გარეგანათების მოწყობა, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და სხვა.
„ყველა ის სამუშაოები, რომლებიც აქამდე, ასე ვთქვათ, ფარულად მიმდინარეობდა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ვგულისხმობ პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას - დასრულდა. ივლისის თვიდან ყველა პროექტზე უშუალოდ დაიწყება მუშაობა და მოსახლეობას საშუალება ექნება დააკვირდეს მათ მიმდინარეობას“, – თქვა ჯიმშერ შეროზიამ.
გარდა ამისა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად, სანიაღვრე სისტემებს, გზების შეკეთებას და სხვა მსგავს პრობლემებს ეხებოდა.
აღნიშნულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები