რუბრიკები
ზუგდიდში შესაძლებელია „კარფური“ გაიხსნას (ვიდეო)
მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ჯიმშერ შეროზიას თქმით, ზუგდიდში შესაძლებელია, ჰიპერმარკეტი „კარფური“ გაიხსნას. მან ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ პირველი სერიოზული კერძო ინვესტიცია, რომელიც ზუგდიდში შემოვიდა იყო „მაკდონალდსი“. ეს გახდა მასტიმულირებელი სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვის. მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიდის „კარფურთან“ და სხვა დიდ კომპანიებთან. ისინი დაინტერესებული არიან ზუგდიდით. „კარფურისთვის“ ტერიტორია ჯერ არ არის შერჩეული, მაგრამ ეს შესაძლებელია ეს იყოს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია“,- თქვა ჯიმშერ შეროზიამ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, თემაზე  „ზუგდიდის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა- მიღწევები და გამოწვევები“ საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის,  სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.