დარჩელის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს (ვიდეო)
18:25 / 29.06.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ტელმანის უბნის მცხოვრებნი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ და მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრი სამუშაოების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვენ. სოფლის მოსახლეობა ამ მოთხოვნით დღეს მდინარე ჯუმის სანაპიროზე შეიკრიბა. მოსახლეობის ნაწილის თქმით, ყოველი ძლიერი წვიმის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და სახნავ-სათესები და თხილნარი იტბორება. მათივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან რამდენჯერმე იყვნენ მისულები, თუმცა არსებული პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.
„წყალდიდობის შედეგად იხოცება მსხვილფეხა საქონელი, იტბორება ყანები. ერთხელ, როდესაც თხილი ჩამოცვენილი იყო, დაიტბორა ყველაფერი და ხალხი თხილს კალათებით დასდევდა“, - თქვა სოფლის მკვიდრმა მამუკა ბიგვავამ.
ადილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვს პოლიტიკური პარტიის „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა. იგი ნაპირსამაგრი სამუშაოების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.
„მივმართავ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, სანამ სავალალო შედეგები არ დამდგარა, დაინტერესდნენ ამ საკითხით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დარჩელის მოსახლეობის პრობლემა მათთვის ნაცნობია და აღნიშნულ საკითხზე პროექტი შედგენილია.
„კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 796 გრძივი მეტრის გაბიონი და ნაპირსამაგრი გაკეთდა. სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმთან გასაკეთებელია, დაახლოებით, 50 მეტრის ნაპირსამაგრი, პროექტი უკვე გამზადებულია და უახლოეს დღეებში მოხდება პრობლემის გადაჭრა“, - თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები