ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში, ფესტივალ ,,არტ კოლხის" მონაწილეების ოფიციალური მიღება და დაჯილდოება გაიმართა.
სტუმრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ფესტივალი 27-29 ივნისს მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, ლიტვის, სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა ქალაქ იონავას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლადუტა”.
წლევანდელი ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები