რუბრიკები
მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ქეით ჯულიანმა მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრი გახსნეს. მესტიის სერვისცენტრი მუნიციპალიტეტის 3000-მდე ფიზიკურ და 64 იურიდიულ პირს მოემსახურება.ოფისში ყველა პირობაა შექმნილი,რათა აბონენტებმა მაღალი ხარისხის მომსახურება ოპერატიულად მიიღონ. ოფისი უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინფორმირებას მესტიაში მიმდინარე პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. სერვისცენტრის გარდა, კომპანიის დირექტორმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სვანეთში განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. მესტიის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. მოეწყო 10.6 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელი, აშენდა ტიროლური კაშხლის ტიპის წყალმიმღები და ზარგაშის 2 000 მ³ მოცულობის რეზერვუარი. მესტიაში სრულდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობაც, სულ გაკეთდა 42 კმ. წყალმომარაგების და 46.6 კმ. წყალარინების ქსელი, დამონტჟდა 1047 მრიცხველი, მოეწყო 1314 საკანალიზაციო ჭა.პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. მესტიაში ასევე იგეგმება წყლის და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება წყლის ხარისხი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.