სოფელ დარჩელში თხილის სასაწყობე და საშრობი მეურნეობა აშენდება (ვიდეო)
17:47 / 30.06.2015
ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს .
პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს მოიცავს, სოფელ დარჩელში მოეწყობა. ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებასა და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები