რუბრიკები
Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა
ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. ყოველლწიურ რეიტინგში პირველი ადგილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა დაიკავა, რომელმაც 2014 წლის 1 ივნისდან 2015 წლის 1 ივნისამდე 300 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილი წილად ხვდა მოკრივეს მენი პაკიაოს( 160 მლნ დოლარი), მესამე კი მომღერალს ქეთი პერის (135 მლნ დოლარი). შემდეგ მოდიან ბრიტანული პოპ-ჯგუფი One Direction-ი (130 მლნ), რადიოწამყვანი ჰოვარდ სტერნი (95 მლნ), მომღერალი ჰარტ ბრუკსი(90 მლნ) და მწერალი ჯეიმს პატერსონი (89 მლნ). მერვე ადგილი გაიყვეს მსახიობმა რობერტ დაუნი უმცროსმა და მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-80 მლნ დოლარი გამოიმუშავეს. მეცხრე ადგილი ერგო ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს (79,5 მლნ), მეათე კი - წამყვანს რაშ ლიმბოს (79მლნ). რეიტინგის ლიდერებმა მეივეზერმა(აშშ) და პაკიაომ (ფილიპინები) ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართეს. „საუკუნის ორთაბრძოლად“ წოდებული შეხვედრიდან სპორტსმენების შემსავალმა ნახევარ მილიარდს გდააჭარბა. აქედან 250 მლნ დოლარი ორთაბრძოლის გამარჯვებულს ამერიკელ მოკრივეს შეხვდა, 120 მლნ დოლარი კი - ფილიპინელს. “ფორბსის” რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეა ”ფორბსი” საკუთარ მკითხველს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა ვინ არის ”ფორბსის” მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი?  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.