ჟურნალმა
Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა.
ყოველლწიურ რეიტინგში პირველი ადგილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა დაიკავა, რომელმაც 2014 წლის 1 ივნისდან 2015 წლის 1 ივნისამდე 300 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილი წილად ხვდა მოკრივეს მენი პაკიაოს( 160 მლნ დოლარი), მესამე კი მომღერალს ქეთი პერის (135 მლნ დოლარი). შემდეგ მოდიან ბრიტანული პოპ-ჯგუფი One Direction-ი (130 მლნ), რადიოწამყვანი ჰოვარდ სტერნი (95 მლნ), მომღერალი ჰარტ ბრუკსი(90 მლნ) და მწერალი ჯეიმს პატერსონი (89 მლნ).
მერვე ადგილი გაიყვეს მსახიობმა რობერტ დაუნი უმცროსმა და მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-80 მლნ დოლარი გამოიმუშავეს. მეცხრე ადგილი ერგო ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს (79,5 მლნ), მეათე კი - წამყვანს რაშ ლიმბოს (79მლნ).
რეიტინგის ლიდერებმა მეივეზერმა(აშშ) და პაკიაომ (ფილიპინები) ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართეს. „საუკუნის ორთაბრძოლად“ წოდებული შეხვედრიდან სპორტსმენების შემსავალმა ნახევარ მილიარდს გდააჭარბა. აქედან 250 მლნ დოლარი ორთაბრძოლის გამარჯვებულს ამერიკელ მოკრივეს შეხვდა, 120 მლნ დოლარი კი - ფილიპინელს.
“ფორბსის” რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეა
”ფორბსი” საკუთარ მკითხველს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს
”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა
ვინ არის ”ფორბსის” მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი?
მასალის გამოყენების პირობები