სამეცნიერო ჟურნალი Science Advances ავრცელებს ბიოლოგების მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვით, დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესები მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა შეძლეს ცხოველთა სახეობების გადაშენების სისწრაფის დადგენა. 1900 წლიდან დღემდე 400 სახეობა გადაშენდა, ხოლო ამას ჩვეულებრივ 10 ათასამდე წელი უნდა დასჭირვებოდა. მეცნიერების აზრით, ამაში დამნაშავეა ადამიანი და მისი ზემოქმედება ბუნებაზე.
სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ეკოლოგი პელ ერლიხი აცხადებს, რომ ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, რათა კატასტროფა თავიდან აიცილონ.
„იმისათვის, რომ შევძლოთ მართლაც მასშტაბური მეექვსე გადაშენების თავიდან აცილება, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ გადაშენების საფთხის ქვეშ მყოფი ცხოველების გადარჩენისთვის ზომების გაძლიერება და გაფართოვება. უნდა შეწყდეს ასეთ ცხოველებზე დატვირთვა - მათი საცხოვრებელის შემცირება, გადამეტებული ექსპლუატაცია და კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები