„ტერმინატორის“ მეხუთე ნაწილის შემქმნელმა ადამ ტეილორმა ფილმის კამპანია გააკრიტიკა. როგორც მან გამოცემა „UPROXX“ უამბო, ფილმის გამოსვლამდე მაყურებლებმა რამდენიმე მთავარი ელემენტი გაიგეს.
„ეს უკვე სასაცილოა. მე რამდენიმე სცენა გადავიღე, რომელიც პრემიერამდე საჯაროდ ცნობილი არ უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა ტეილორმა.
მისივე თქმით, ის ცდილობდა, რომ თავისი პოზიცია კინოსტუდიის ხელმძღვანელობისთვის გაეზიარებინა, მაგრამ ეს ვერ გამოუვიდა: „რამდენიმე არასასიამოვნო საუბარი მქონდა, რომლის დროს სხვადასხვა თემებზე ვკამათობდი“, – დაამატა რეჟისორმა.
ამავდროულად ტეილორმა მარკეტინგული სამსახური შეაქო, რომლის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
სათქმელია, რომ „ტერმინატორის“ მეხუთე ნაწილი არაერთმა კინომცოდნემ გააკრიტიკა. ამის მიუხედავად, „Paramount Pictures“-ი სასურველი შედეგის მიღწევას იმედოვნებს.
2015-2018 წლებში “ტერმინატორის” ტრილოგია გამოვა
შვარცნეგერს თაყვანისმცემლები „ტერმინატორის“ მეექვსე და მეშვიდე სერიებშიც იხილავენ
ფილმის “ტერმინატორი: გენეზისი” ახალი კადრები
მასალის გამოყენების პირობები