რუბრიკები
ოლიმპიურ ცეცხლს დღეს ზუგდიდში ჩაიტანენ
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში პირველ ივლისს 19 სათზე შემოვა. ქალაქის შემოსასვლელთან ესტაფეტას მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ზუგდიდელი ნონა გაფრინდაშვილი მიიღებს. ქალაქის შემოსასვლელიდან ცეცხლს, ჩოხოსნები ცხენოსანი მოჯირითეების თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ, აღმაშენებლის გამზირზე გამოაცილებენ.  ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზუგდიდელი ოთარ გაბელია ჩაიბარებს. ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში დარჩება. ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ზუგდიდში  საღამოს რვა საათისთვის გრანდიოზული კონცერტით აღინიშნება. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი ვარსკვლავები:ლელა წურწუმუა, ანრი ჯოხაძე,მაია ჯაბუა,რუსა მორჩილაძე, ნუკრი კაპანაძე,ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, სოფიო პაპუაშვილი, დიჯეი ჯორჯი, ინდირა ჯგერენაია მიიღებენ.  მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო) ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვა  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.