რუბრიკები
ოლიმპიურ ცეცხლს დღეს ზუგდიდში ჩაიტანენ
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში პირველ ივლისს 19 სათზე შემოვა. ქალაქის შემოსასვლელთან ესტაფეტას მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ზუგდიდელი ნონა გაფრინდაშვილი მიიღებს.
ქალაქის შემოსასვლელიდან ცეცხლს, ჩოხოსნები ცხენოსანი მოჯირითეების თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ, აღმაშენებლის გამზირზე გამოაცილებენ. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზუგდიდელი ოთარ გაბელია ჩაიბარებს.
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში დარჩება. ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ზუგდიდში საღამოს რვა საათისთვის გრანდიოზული კონცერტით აღინიშნება. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი ვარსკვლავები:ლელა წურწუმუა, ანრი ჯოხაძე,მაია ჯაბუა,რუსა მორჩილაძე, ნუკრი კაპანაძე,ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, სოფიო პაპუაშვილი, დიჯეი ჯორჯი, ინდირა ჯგერენაია მიიღებენ.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება.
ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო)
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვა
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები