ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია თეატრალურ პრემიაზე „დურუჯი“ წარდგენილია ნომინაციაზე - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი , სპექტაკლში „დაბრუნება“ შესრულებული როლისთვის.
„დურუჯი“ 2014-2015 შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (პრემიის რაოდენობა 14 ათასი ლარი), საუკეთესო მსახიობი ქალი (პრემიის ოდენობა 2000 ლარს შეადგენს), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ქალი (პრემიის ოდენობა 2000 ლარს შეადგენს), სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი (პრემიის ოდენობა 2000 ლარს შეადგენს) და საუკეტესო ახალგაზრდა რეჟისორი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - 10 ათასი ლარი). თითო ნომინაციაზე ხუთი კანდიდატია წარდგენილი.
გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც შემოდგომაზე ყვარელში, სახლ-მუზეუმში გაიმართება.
საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ წელს მეშვიდედ გაიცემა. სეზონზე საბუთების წარდგენა 8 მაისს ამოიწურა. სულ პრემიაზე წარსადგენად 22 თეატრის 37 განაცხადი შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები