რუბრიკები
ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი და მისი თანამშრომელი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის ნომერ მეოთხე ყოფილი სასჯელაღსრულების უფროსს ამირან ჯანაშიასა და მის თანამშრომელს რომეო როგავას პატიმრობა შეუფარდა. ორივე პირი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ზუგდიდის ციხის ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი ედებოდათ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. ამირან ჯანაშია 2013 წლის 17 იანვარს დააკავეს. იგი 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას ადვოკატები აცხადებენ,რომ მოწმეთა ჩვენებები სასამართლოზე ზედმეტად ემოციურადაა წარმოდგენილი. მათივე მტკიცებით, ციხის დირექტორის და ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობა მიზნად ისახავდა ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის დამარცხებას. თავად ამირან ჯანაშია თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლოს დარბაზშივე დაკავებულ, ზუგდიდის ყოფილი სასჯელაღსრულების, ასევე ყოფილ უფროსს ამირან ჯანაშიას სასამართლომ 3 წელი და 9 თვე შეუფარდა.ჯანაშიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ ერთ თვეში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.