რუბრიკები
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახური გააკრიტიკეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ზუგდიდის მომავლისთვის“ დღევანდელ სხდომაზე ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. დეპუტატებს ფრაქციის საქმიანობა საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა ფარცვანიამ გააცნო. მან ფრაქციის მუშაობიდან ყველაზე წარმატებულად საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება დაასახელა. გარდა ამისა, ფარცვანიას თქმით, ისინი აქტიურად ატარებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას და მუშაობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამასთან, ფრაქციის მოხსენებაში გაკრიტიკებულია მერიის სხვადასხვა სამსახურები და ნათქვამია, რომ პრობლემებზე რეაგირება არ არის მყისიერი და გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. აქვე, ფრაქცია მერიას უფრო ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს. „აუცილებლად მინდა შევეხო ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერების განთავსების თემას. წინა საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი, რომელმაც საკრებულოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როცა საქმე ეხება ქალაქის იერსახეს და მითუმეტეს, მის ისტორიულ ნაწილს, ასე ხელაღებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. არ შეიძლება ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდეს ქალაქის სივრცითი ტერიტორიული მოწყობა. მოვუწოდებთ მერიას, მოიწვიონ კვალიფიცირებული სპეციალისტები და ქალაქის სტრატეგიული ურბანული განვითარების გეგმაზე დაიწყონ მუშაობა“, - თქვა ლაშა ფარცვანიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ლაშა ფარცვანიას სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ ვის გულისხმობდა იგი, როდესაც „ერთი ადამიანის გემოვნებას“ ახსენებდა. ფარცვანიამ თქმით, ის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ეკატერინე თოდუას გულისხმობდა. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა ფრაქციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქალაქის სივრცითი ტერიტორიის მოწყობას ის ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს. „ეს საკითხი განიხილეს მერიაში. ამის შემდეგ მოხდა საკრებულოში საკითხის კომისიური განხილვა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე სწორედ კომისიამ გაიტანა და დამტკიცდა ხმათა უმრავლესობით. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ითქვას, რომ ეკა თოდუა ერთპიროვნულად წყვეტს საკითხს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ეკატერინე თოდუამ. ქალაქის ტერიტორიაზე 34 გარე რეკლამა განთავსდება. აღნიშნული საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით 26 ივნისის სხდომაზე მიიღო. გარე რეკლამების განთავსების საკითხს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.