რუბრიკები
ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა - ,,მომავლის ბანაკი" ანაკლიაში, 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღეს ანაკლიაში "მომავლის ბანაკს" მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი "მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. "მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე - ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული "სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრება. დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1246 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. 2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, უნდა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის "მომავლის ბანაკში". 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია. მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე, "მომავლის ბანაკის" ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" თანამშრომლები. პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. "მომავლის ბანაკი" 1728 მოზარდს მიიღებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.