ზუგდიდელებს„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა გააცნეს
16:55 / 03.07.2015
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარადჭერას 2011 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარის ოდენობით თანხა გამოიყო, რომლის ფარგლებში სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას განახორციელებს.
გრიგოლ გიორგაძის თქმით ,პროგრამის მიზანია,ერთის მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა,მეორე მხრივ,არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.პროგრამა შემდეგი სახის სერვისებს მოიცავს:
სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია:
პროფესიული სწავლება;
სოციალური პროექტების დაფინანსება;
ანაზღაურებადი სტაჟირება;
იურიდიული დახმარება.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები