რუბრიკები
დასუფთავების ახალი სპეცტექნიკა და ინვენტარი ანაკლიის სანაპირო ზოლს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ანაკლია განმუხურის სასაზღვრო ზოლისთვის დასუფთავების ორი ახალი სპეცტექნიკა და დასუფთავების ინვენტარი შეიძინა. 18 და 20 კუბური მოცულობის ნაგავმზიდი მანქანები განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლს მოემსახურება. სანაპიროსა და ბულვარში უკვე დამონტაჟდა 50 ლიტრი მოცულობის ნაგვის ყუთები.
ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლზე განთავსდება 200 ცალი მოძრავი ნაგვის ყუთები. ასევე ანაკლიისა და განმუხურის ტეროტორიაზე დაიდგმევა ახალი ნაგვის ბუნკერები. ზაფხულის საკურორტო სეზონის მანძილზე დამსვენებლები მაქსიმალურად დასუფთავებულ გარემოში დაისვენებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტარაციულ ერთეულში დასუფთავების ინვენტარები და ბუნკერებია განთავსდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები