რუბრიკები
ზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, დღეს ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმაც მიიღეს. ერთმანეთს შეეჯიბრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები. პირველი ადგილის მფლობელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა გახდა, მეორე ადგილზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მესამე ადგილზე კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გავიდა.  ავტო-მოტომოყვარულთა შოუ საქველმოქმედოა  და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. შეჯიბრის ორგანიზატორი „Western Drivers Club – სამეგრელო“-ა. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი – ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან. ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში "პრომო მარში" გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.