ინგრედიენტები:
1+3/4 ჭიქა წყალი
1 ჭიქა შაქარი
4 კივი
1/2 ჭიქა ლიმონის წვენი (დაგჭირდებათ საშუალოდ 4 ლიმონი)
პირველი ეტაპი:
ტკბილი სიროფის მოსამზადებლად ერთ ჭიქა წყალს გაურიეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. უკვე ადუღების პირას მისული გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ გაცივება.
მეორე ეტაპი:
გათალეთ კივი და თითოეული დაჭერით ოთხ თანაბარ ნაწილად. დანით მარტივად მოაცილეთ მათ მარცვლები და თეთრი გული. მოათავსეთ ნაჭრები ბლენდერში და ამუშავეთ ის მანამ, სანამ ერთგვაროვან სიროფს არ მიიღებთ ხილისგან.
მესამე ეტაპი:
დიდ ჭურჭელში ერთმანეთს კარგად შეურიეთ ტკბილი სიროფი, ლიმონის წვენი, კივის სიროფი და დარჩენილი 3/4 ჭიქა წყალი. ეს ნარევი ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში გასაყინად – დაახლოებით 6 საათი.
მასალის გამოყენების პირობები