ანჯელინა ჯოლი საკუთარ ფილმში ეკატერინე მეორე დიდის როლს შეასრულებს. მსახიობი ფილმს ბრიტანელი ისტორიკოსის საიმონ სებაგ მონტეფიორის წიგნის მიხედვით გადაიღებს. წიგნში მოთხრობილია ეკატერინე მეორის სასიყვარულო კავშირის შესახებ გრიგორი მატიომკინთან.
წიგნი პირველად 2002 წელს დაიბეჭდა, იგი მოიცავს 5000-ზე მეტ სასიყვარულო წერილს.
„მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან ანჯელინამ სწორედ ჩემი წიგნი ამოირჩია. ეს ჩემი პირველი და საყვარელი ნამუშევარია“,-განაცხადა წიგნის ავტორმა.
ისტორიკოსის სიტყვების მიხედვით ეკატერინე და გრიგორი ყველაზე წარმატებული პოლიტიკური წყვილი იყო რუსეთის ისტორიაში.
დაახლოებით ათი წლის წინ ჯოლიმ ეკატერინე მეორეს როლი მიიღო, თუმცა, აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა. 2004 წელს მან შეასრულა ოლიმპიასის როლი ოლივერ სტოუნის ფილმში „ალექსანდრე“.
ეკატერინე მეორე, გერმანელი თავადის შვილი, რუსეთის იმპერიას 1762-1796 წლებში მართავდა, ქვეყნის სათავეში იგი თავისი მეუღლის პეტრე მესამეს გარდაცვალების შემდეგ მოექცა.სწორედ მისი მართველობის პერიოდში გადაიქცა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყანად. ის გამოირჩეოდა თავისი წინამორბედებისაგან მსოფლმხედველობითა და თავაზიანობით, მაგრამ , ამავე დროს ძალაუფლებითა და გავლენით
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ახალ ფილმში ითამაშებს ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთ ფილმს გადაიღებს ჯოლის დედოფალმა ბრიტანეთის საპატიო ტიტული გადასცა
მასალის გამოყენების პირობები