უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ლონდონში სკანდალური გაზეთის News Of The World-ის მთავარი რედაქტორის სასამართლო პროცესი დაიწყო.
როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ ენდი კოულსონმა ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის პირადი ტელეფონების მოსმენის ნებართვა გასცა.
ქეით მიდლტონი ნერვიულობს, რომ მოსმენის შესახებ ინფორმცია გამოქვეყნდება და მისი და პრინც უილიამის საიდუმლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
წყაროს ინფორმაციით, ქეით მიდლტონი ამ მოვლენების გამო ძალიან აღელვებულია.
„კემბრიჯის ჰერცოგონია ამ საქმესთან დაკავშირებულ სიახლეებს თვალს ადევნებს, როდესაც ქეითმა გაზეთ News Of The World-ის მთავარი რედაქტორის სასამართლო პროცესის შესახებ შეიტყო, ძალიან აღელდა, ისე, რომ პრინც უილიამმაც კი ძლივს დაამშვიდა. ქეითი ძალიან შიშობს, რომ სასამართლო სხდომებზე ზოგიერთი მოსმენის ჩანაწერი განიხილება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი საიდუმლოებები გამჟღავნდება“, - აღნიშნა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ გამოცემამ მოსმენები ათ წლის წინ განახორციელა. საინტერესოა რატომ ნერვიულობს ასე ძალიან კემბრიჯის ჰერცოგინია და რისი დამალვა სურდა მას?
ელისაბედ მეორე ქეით მიდლტონისგან ხალხში გამოჩენას მოითხოვს
ქეით მიდლტონი სამშობიარო სახლში ფასდაკლების ბარათს მიიღებს
მასალის გამოყენების პირობები