ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში დასრულდა (ვიდეო)
10:53 / 06.07.2015
ზუგდიდში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გამართულ ავტომოყვარულთა შოუს გუბერნატორ ლევან შონიას მოწვევით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ. ავტომოყვარულთა შეჯიბრი სიმბოლურად სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ გახსნეს. რის შემდეგაც შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართა. 4 და 5 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველად გაიმართა ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრი, რომლის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იყო. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“.
ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდ ჩამოსულებმაც მიიღეს.
4 - 5 ივლისს გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდენ და სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
4 ივლისს შოუ სამეგრელო-ზემო სვანეთის მერების, გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ავტო შეჯიბრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა.
შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“, „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ და „GEM-fest“ იყვნენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები